logo
ENG



"ცესკოს კორუმპირებული კლანი მართავს" - დროას და ლელოს მოკვლევა

22 მარ 202113:05
3 წუთის საკითხავი
 

ლელო-ს წევრმა, საბა ბუაძემ და მოძრაობა დროას დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ ცესკო-ში საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებად "ქართული ოცნებისთვის მისაღები ადამიანების დანიშვნა" გააპროტესტეს.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე ასევე უფლებამოსილების გაზრდა განიხილება კომისიის მდივნისთვის, გიორგი ჯავახიშვილისთვის, რომელიც მისივე თქმით, უწყებაში არსებული ე.წ. კლანის სათავეში დგას.

"დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ, რა ფინანსური სარგებელი და მაქინაციები ასაზრდოებს ამ კლანს, რომლის სათავეშიც არის გიორგი ჯავახიშვილი, ვითომ ნეიტრალური მოადგილე ჟვანიასი. უნდა გვესმოდეს, რომ ეს გაყალბება ხდება ჩვენი მოქალაქეების ფულის ხარჯზე, ანუ ბიუჯეტიდან ფული მიდის გამყალბებლების ჯიბეებში. დღეს 2 საათზე იმართება სხდომა, სადაც გარდა სხვა საკითხებისა, აპირებენ განიხილონ ხელფასების მომატების საკითხი. ანუ ის რასაც ჭამენ, არ ყოფნით და უნდათ, რომ მოიმატონ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.  

საბა ბუაძემ ცესკო-ში კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ე.წ. კლანის წევრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა ფორმით წლების განმავლობაში ასობით ათას ლარს იღებენ.

"არსებობს საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმისა და სწავლების ცენტრი, რომელიც არის ძირითადი გამტარი საარჩევნო რესურსების, საიდანაც ეს ადამიანები იღებენ ასეულობით ათას ლარს მოგონილ ტრენინგებში, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში და ამ და სხვა ფორმებით, ის ადამიანები, რომლებიც კლანიდან არიან გამწესებული სხვადასხვა კომისიებში იღებენ ბიუჯეტიდან დიდ თანხას.

ესენი არიან მაგალითად დები - ელისო და ფიქრია ნიკოლაშვილები, რომლებიც განაწილებული არიან ისნის და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებში. ქალბატონი ფიქრია ნიკოლაშვილი არის ადამიანი, რომელმაც გარდაცვლილი თავმჯდომარე შეცვალა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში და ეს ადამიანი მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების გავლით ამ წლების და თვეების განმავლობაში იღებდნენ ასეულობით ათას ლარს როგორც ცესკო-ს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მაგალითად ელისო ნიკოლაშვილის მეუღლე კახაბერ მანჯგალაძე არის დამფუძნებელი კომპანია ფინეზასი, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, მათ შორის ცესკო-ს მიერ გამოცხადებულში და ბოლო წლებში მილიონ ნახევარზე მეტი ლარი აქვთ მიღებული. ეს არის კარგად ორგანიზებული კორუფციული და ნეპოტისტური სქემები", - თქვა საბა ბუაძემ.


close დახურვა